მზია გიორგობიანმა კონფერენციაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა
6 ნოემბერი 2025
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში - გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“ - მონაწილეებს სიტყვით მიმართა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა
მზია გიორგობიანის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აშენდა და რეაბილიტირდა საბავშვო ბაღები
მისი თქმით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, პროცესები აქტიურად გრძელდება და სამინისტროს მიზანია, იმ პროექტების ფარგლებში, რომლებსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, თითოეულ ბავშვს ჰქონდეს თანაბარი წვდომა უსაფრთხო, თანამედროვე და ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოზე
გიორგობიანმა განსაკუთრებულად აღნიშნა მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც მისი შეფასებით, უზრუნველყოფს, რომ ერთობლივი ძალისხმევა რეალურ შედეგებში გარდაიქმნას
კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ქვარა ჩართოლანმა
კონფერენციის მიზანია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება, წარმატებული პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ბაგა-ბაღების გაერთიანებებს შორის. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული საბავშვო პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების პროდუქციის გამოფენაც.